შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიკვდილო

ვარ დანგრეული ციხის კარიბჭე,
ვარ დასეტყვილი ყურძნის მტევანი...
სისხლი გაწყალდა, წყალი დამიშრა,
გული კი მაინც ფეთქავს, ვერანი.

ან მოთმინების რაღა ძაფი გაქვს_
შენ გეკითხები, მიქელ-გაბრიელ,_
რაც მე "სიკვდილო!" დამიძახია,
ეგ ცივი ხელი რით ვერ დამრიე?!

რით ვერ მომძებნე?! რით ვერ მიპოვნე?!
სად დააფეთებ თვალებს_უფსკრულებს?
რად მაწერინებ ამ შხამ-სტრიქონებს?!
კაცს ბოლო ნატვრას რად არ უსრულებ?!

რომ გყავდე ახლა მარჯვედ კლანჭებში,
სატრფოს ცრემლისთვის ერთ ცისკარს გთხოვდე,
ვინ გაგიშვია, მე რომ გამიშვა?
არ გამიშვებდი, ხომ ვიცი, ჰოდა:

სანამ თვალებში ძალმიძს ჩაგხედო,
სანამ დამამტვრევს საწუთრო მხრებში_
სანამ გეძახი, (თავო, თავხედო!)
სანამ დაგეძებ, (თავო, თავხედო!)
სანამდე გნატრობ, (თავო, თავხედო!)
მოდი და ბოლო თასივით შემსვი!
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=2503

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →