ჩანაწერი
Laravel
ქალაქი და სოფელი
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სულ დაგვისველა ბაბთები,
სახლში შემოდი, ხათუნა,
შემოდი, ავად გახდები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სიმინდს დაულბო ფოჩები,
გადი, წვიმაში ირბინე,
ირბინე, ნანა, მორჩები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
წვიმა მოვიდა მაგარი,
სახლში შემოდი, ხათუნა,
დადნები, როგორც შაქარი!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დააფრთხო მტრედის ხუნდები,
ნანა, გამოდი ეზოში,
გაგიკაჟდება კუნთები!
რისთვის მოსულხარ, ექიმო?
მეზობლებს რისთვის გვიფეთებ?
ნანას ექიმი რად უნდა,
წადი, ხათუნას მიხედე!
სულ დაგვისველა ბაბთები,
სახლში შემოდი, ხათუნა,
შემოდი, ავად გახდები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სიმინდს დაულბო ფოჩები,
გადი, წვიმაში ირბინე,
ირბინე, ნანა, მორჩები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
წვიმა მოვიდა მაგარი,
სახლში შემოდი, ხათუნა,
დადნები, როგორც შაქარი!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დააფრთხო მტრედის ხუნდები,
ნანა, გამოდი ეზოში,
გაგიკაჟდება კუნთები!
რისთვის მოსულხარ, ექიმო?
მეზობლებს რისთვის გვიფეთებ?
ნანას ექიმი რად უნდა,
წადი, ხათუნას მიხედე!
Laravel
წყარო: http://kids.ge/poesy-verse?id=69
კომენტარი
0