შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფისო

ფისუნია, ფისო,
არვინ გაჭმევს ტკბილსო,
ცალი თვალი ნუშს მიგიგავს,
ცალი - მწვანე ღილსო.
დედა ამბობს: - წუწკიაო,
ბებო ამბობს: - მღლისო,
ბაბუ ამბობს: - მთელი ღამე
თაგვი შაქარს ღრღნისო,
ეს ყურსაც არ აპარტყუნებს
თავს ვერ ართმევს ძილსო,
მაქნისია რისო,
მარტო კნუტებს ყრისო.
ჩემზეც ასე არ ამბობენ?..
ფისო, რა გიკვირსო?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →