შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შაშვები

ხეზე შემოსხდნენ შაშვები,

შურდულს ესვრიან ბავშვები.

- შაშვი ხომ მგალობელია,

ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით!

და როცა ტკბილი გალობა

დაიწყეს შავმა შაშვებმა,

ყველა შურდული მაკრატლით

დაჭრეს პატარა ბავშვებმა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →