შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როცა ზამთარი კარს არის მომდგარი ..

როცა ზამთარი კარს არის მომდგარი.
დღეს აივანზე ვეწეოდი
თხლად მეცვა, სახლის კუთხესთან
მერცხალი მოფრინდა,
ნამწვავი გადავაგდე და გავიფიქრე,
ხან და ხან
როგორ სიცივეს ვგრძნობთ ერთმანეთისგან
და მაინც არ ვტოვებთ ერთმანეთს.
ერთგულება ვიცი მე ასეთი,
ყინვაში მერცხალი ვერ უნდა
გვაკვირვებდეს ადამიანებს.
ზამთარში დარჩენილი მერცხალივით,
ვარ შენს სულთან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →