შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წარწერა

მზე გადიოდა ცას ბორანივით.
ტყეში შიშველი ქარი ჰკიოდა.
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,
ქრისტე მოსჩანდა საიქიოდან.

ძვლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს,
თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა.
ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი,
კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.

დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,
ახლოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →