შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სონატა

მიყვარდა სითბო შენი თმების, სიზმრად ჩვენება.
ბაღის ბილიკთან მოლოდინი და მიჩერება.

ერთხელ დავკარგე ბალახებში ყმაწვილი გული,
ისეთი კარგი, როგორც სევდა და სინანული.

სწუხდი, გახსოვდი, როცა მკერდი დამინაფოტეს,
თუმცა მოსთქვამდნენ, ასე გინდათ ფერმკრთალ პოეტებს.

არ იყო, არა, ჩემზე უფრო უბინადარი,
რამდენი დაგრჩათ, მომაკვდავნო, გასაცინარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →