შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გასეირნება

ჩავცდით ხეობებს ეშხით, ყურებით,
ჭრელ მინდვრებისკენ ძლივს წაგიყვანე.
ნიავის თეთრი ნაფეხურები
სროლით მიჰქონდათ თვალუწვდენ ყანებს.

სადაც სილურჯე თვალს უსწორდება,
თან ბურუსია ბავშვივით წრფელი,
იქ თავდებოდა უსაზღვროება,
იქ კლდეს ეფარა წუთისოფელი.

გულს ღიმამოყრილს და გახარებულს
ქედნების გუნდი დაფარფატებდა.
კენჭებს ვესვროდით მზეს დასამხრებულს
და სიყვარული ძალას გვმატებდა.

მე ქრისტე მწამდა, შენ - ბუდას რჯული.
სალამს გვაძლევდნენ დიდი ხეები.
და მოგვყვებოდნენ უკან ჩურჩულით
გაუთენარი ჩვენი დღეები.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=10225

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →