შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დედას

ვინ დამბადა ასე ფლიდი,
ასე წყნარი, ასე დიდი,
ასე ცუდი, ასე კარგი,
ვინ მასწავლა ასი დარგი?
ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას
და მიწუნებს ცოლად ყველას?
ვინ ჩამარტყამს თავში უროს
(ასე ჩემთან, სხვა ვინ ხუმრობს)?
ან, იმ ღამეს ვინ გამათბობს,
მე ჭაღარა რომ დამათოვს?
ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას...
ვერც ავუხსნი როგორ მიყვარს.
ვინ იქნება მუდამ ახლოს,
მაშინაც კი, შორს თუ სახლობს?
ვინ იქნება? _ ვინ და, დედა.
თორმეტ ივლისს დამებედა!..
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=7692

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →