ჩანაწერი
Laravel
გამოთხოვება ადამთან
იმ ვაშლს მოგცემენ და, ბნელის მჯობნელს,
გეტყვიან ჩემზე: „რადგან აგვრია,
კვალიც არ დარჩა აქ მისი ყოფნის.
ეს ერთადერთი სახსოვარია".
ნეტავი ვინმე ისეთი შეგრთონ,
რომ მგავდეს სახით და ნება დაგრთოს
ერთხანს მიყურო, მიმავალს შენგან,
კრულს, თმაგაწეწილს, საშინლად მარტოს.
მე დავუყვები ციცაბო დაღმართს.
მე ღმერთი უკვე არც როდის შემქმნის.
აი სიმღერა იმ შენი ალბათ
ზედმეტი ნეკნის.
გეტყვიან ჩემზე: „რადგან აგვრია,
კვალიც არ დარჩა აქ მისი ყოფნის.
ეს ერთადერთი სახსოვარია".
ნეტავი ვინმე ისეთი შეგრთონ,
რომ მგავდეს სახით და ნება დაგრთოს
ერთხანს მიყურო, მიმავალს შენგან,
კრულს, თმაგაწეწილს, საშინლად მარტოს.
მე დავუყვები ციცაბო დაღმართს.
მე ღმერთი უკვე არც როდის შემქმნის.
აი სიმღერა იმ შენი ალბათ
ზედმეტი ნეკნის.
Laravel
კომენტარი
0