შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მწუხრი

გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას

"დრო კი მიდიოდა, ახლა უკვე საშინელი სისწრაფით..."
გურამ რჩეულიშვილი

როცა მიდიხარ და აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ
მთები იხუვლებენ...

(დაიცა,
ჰო,
დაიცა-მეთქი,
ამოვიხრიალო,
მაინც ვინ გაიგებს შენს მეტი...)

როცა დრო მიფრინავს,
კი არ მიყიალობს,
როცა ბედისწერამ შემდეგი
შენ ამოგირჩია...

აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ,
როცა აღარავინ დაგიცდის
სახლში,
როცა შენი ციცქნა ანგელოზი,
ხელისგულისხელა პატარა,
არ დაგეკიდება ყელზე,
საყელოზე...

როცა სიკვდილიღა ყრანტალებს.

როცა მიდიხარ და აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ
და ხელს მზის ჩასვლისკენ გაიწვდი.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=51206

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →