შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სარკმელი

(ხმელი ლექსებიდან)

ხსოვნა_ მოსაწყენი გამოცდილებაა.
არაფერია იქ ნედლი და მოულოდნელი.
დაცულია სიტყვისგან _ რისკი.

ნანგრევების ქვა,
შეყვარებულია წარსულზე და
ვერ თავისუფლდება მისგან.

აქ იყო დრო.
დარჩა _ ადგილი.
არ იწმინდება ფიქრი,
მტვრის ფენებს შორის
შარშანდელი და დღევანდელი.

ამოგხედავენ მობეზრებული ნივთები შიშით.

აქ იყო კარი.
დარჩა _ ფანჯარა.
და როცა კარგავ _ გიხარია,
რადგანაც გჯერა: ეს უკვე მოხდა.

ვერ იხანგრძლივებს ჩასაფრება ნეტარებას.

ესაა მეხსიერების თვისება,
მოყვები თავიდან თუ ბოლოდან,
მაინც არაფერი იცვლება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →