შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ავი ანგელოზის დაკრულიაო ..

ავი ანგელოზის დაკრულიაო,
ქალებმა კალთაზე ხელი დაიკრეს და ჩამომტირეს.

სათქმელად არაფერს, სათქმელად არაფერს
გულაღმა ვაბრუნებ და ცივია.
რა ვიცოდი!
ჩამოივლის და არ დაინანო, არ დაინანო,
გაუყავიო: დაგიჯერე.

საშიში, თავს მადგახარ.
ხელსაც ვერ აგიკრავ,
ეკლებს ვყავარ დაჭერილი, შიშველი.
ხელსაც ვერ აგიკრავ, წაუღე.
უკან წაუღე, დაუბრუნე.
თორემ ჰაერსაც
ვულკანივით უსკდება ზედაპირი.
და ღმერთმა იცის, ნაპრალებიდან
წუთი-წუთზე ვინ წყეულის სისხლი წასკდება.

წაუღე, უკან წაუღე, დაუბრუნე.
უთხარი: ოქრო მისცეს და ქვა არჩია.
მარილი მისცეს და ქვიშა არჩია.
მინდორი მისცეს და ხრამი არჩია.
ახლა მიწას ღეჭავს და ჰაერში ცარიელი ჰკიდია-თქო.

წაუღე, უკან წაუღე, დაუბრუნე.
ოღონდ, ცივი.
ჩემი, ჩემი და სათქმელად -
არაფერი.

უთხარი: ვერ მოასწო, გაუავდრდა,
ბაღში ხილი დარჩა მოსაკრეფი,
კარი ღია დარჩა, წყალი არ სდის, ხმება, შრება-თქო.
ვინც ეს კაცი კლდის პირას ნახოთ,
სინათლისკენ შემომიბრუნეთ,
სინათლისკენ შემომიბრუნეთ,
გაჰკივის, ღამეში ჭოტივით დაფრინავს,
ყოველ დღე ნელ-ნელა კვდება-თქო.

წაუღე, უკან წაუღე,
დაუბრუნე.
აქ მაინც ვერაფრით გადამირჩებოდა:
ავდარში ჩვილი, ორი დღის ხბოსავით გაშვებული.
ავდარში ჩვილი, ორი დღის ხბოსავით გაშვებული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →