შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღამე

ბოტოქსის ინექციებით გაშეშებულ
სინთეტიკური გრძნობების ერაში,
სტატუსებად ქცეულ სიყვარულის ვირტუალურ წყობილებაში,
როცა ჰაერში ყველაზე ნამდვილი მხოლოდ წვიმების შრიალია
და როცა ისე მიდიან, რომ
მოდერნიზებულ გამოქვაბულზე ნახშირით მიხატული პეპლები
შეიძლება
ერთხელაც!
ვერ!
შენიშნონ!
როცა ხასიათის პროგნოზირებულ ცვალებადობას
მოდურ ჰოროსკოპებით გამოთვლილ სიხარულს უთანხმებენ
და
ბიომაგნიტური დღეების შემოღამებისას
ტკივილი გველივით საფეთქლებს მაცდურად ლოკავს,
აღარ მაღელვებს,
ღრუბლებზე მზიდან ჩამოღვრილი მეწამული ფერი,
რადგან არ მახსოვს,
ყოველი ღამით
ღმერთს რატომ ვეძებ იმ ირმის ნახტომში,
რომელიც მოკალი სანადიროდ წასულმა
და შენს ლოდინში,
ცაზე მიბნეულ ვასკვლავებს
გათენებამდე!
მაინც!
ჯიუტად!
ვითვლი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →