ჩანაწერი
Laravel
აი, ისეთი სიყვარულები ..
აი, ისეთი სიყვარულები:
მწიფე ბალივით კუნწულა, ლამაზი.
აი, ისეთი,
სხვამ რომ უნდა ჩამოგიკრიფოს,
შენ კეკლუცად გამოართვა და
საკუთარ თავით კმაყოფილმა დააგემოვნო.
ზოგი ასეა:
რაც უნდა თითის წვერებზე იარო,
რაც უნდა ფრთხილი გქონდეს ნაბიჯი-
წვივებს ყოველთვის ჭინჭარი დაგიკბენს.
ასეა ზოგი სიყვარული-
ცივი ქვა უნდა გასაყუჩებლად.
მწიფე ბალივით კუნწულა, ლამაზი.
აი, ისეთი,
სხვამ რომ უნდა ჩამოგიკრიფოს,
შენ კეკლუცად გამოართვა და
საკუთარ თავით კმაყოფილმა დააგემოვნო.
ზოგი ასეა:
რაც უნდა თითის წვერებზე იარო,
რაც უნდა ფრთხილი გქონდეს ნაბიჯი-
წვივებს ყოველთვის ჭინჭარი დაგიკბენს.
ასეა ზოგი სიყვარული-
ცივი ქვა უნდა გასაყუჩებლად.
Laravel
კომენტარი
0