შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ერთხელაც გადადიხარ ..

ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან,
უმისამართო მინდვრებში,
ურელსებო ბალახებზე
და ვეღარ ჩერდები ხალხმრავალ ბაქნებთან.
მხოლოდ მზერას ატან ჩაქროლილ ვაგონებს,
მათთან,
ვინც უკან არასოდეს ბრუნდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →