შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წასვლა

განა რა უნდა მომხდარიყო-

ხეები მოკვდნენ, მოკვდნენ ხეები, ხეები მოკვდნენ.
ხეები წელში გადატყდნენ და დახარეს თავი.
ტოტები ახლა ქარისაგან გაფანტულ ფოთლებს,
გაჰყურებენ და ყველა ფერი ელვარებს შავად.

შავად ელვარებს ყველა ჩრდილი დამრეცილ გზაზე,
მიწა ბელტებად ამოიმტვრევს გადაღლილ სხეულს,
როგორც ომის დროს დატოვებულ ერთადერთ მძევალს,
მომკლავენ უცებ და დამრჩება თვალები ღიად.

განა ვინ უნდა წასულიყო-

ამაზე მეტი, მეტი სხვაზე და შენზე მეტი,
განა რა უნდა მომხდარიყო - არც წვიმა ცრიდა...
ხეები მოკვდნენ და მოხარეს გამხდარი მხრები
და მზე კუპრივით ჩაიღვარა მეწამულ ცაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →