შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ხე

რაც უფრო ახლოს ვეცნობი ცხოვრებას,
მით უფრო ეჭვი მეპარება სახელებში,
ისტორიის ფურცლებმა რომ შემოგვინახა.

ის ხე უფრო მაინტერესებს,
ამ წიგნისთვის ძირში რომ მოჭრეს-
რა ერქვა,
ან რა ფერის ქონდა მერქანი...

რატომ მგონია,
ცულით ხელში როცა მიადგნენ,
რომ მის სიღრმეში,
როგორც ტუჩებზე,
დამცინავი ღიმილი გაკრთა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →