შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რა მარტივია ზოგჯერ სიკვდილი ..

რა მარტივია ზოგჯერ სიკვდილი-
არც რამე ფოტო,
სადაც ერთად მზის ჩასვლას უცქერთ.
არც შენახული წერილების ფერმკრთალი დასტა-
არანაირი სახსოვარი.
ყველაზე დიდი სიმშვიდეა,
როცა გული ცარიელია,
სულის ამოსვლა კი მჟავე ლიმონის გაწურვას მოჰგავს-
ბოლო წვეთზე შეგაჟრჟოლებს ციებასავით
და გადღაბნილი კედლების ფონზე
მზე სურათივით გაგახსენდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →