შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არ მჭირდება შენი სიმართლე ..

არ მჭირდება შენი სიმართლე.
არც მისი...
არც მისი...
შენ შენი ყურები გაქვს,
მას მისი თვალები-
არ ვიცი რას ხედავთ,
ან რა გესმით.
აღარ მჭირდება თქვენი სიმართლე,
უკვე ჩემი საკუთარი მაქვს.

როცა ყური მის მკერდზე მიდევს,
გული მიწისქვეშა ტბასავით უფეთქავს
და ყველა სხვა ხმა მოგონილია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →