ჩანაწერი
Laravel
ზოგჯერ ასეა ..
ზოგჯერ ასეა,-
ამოწურავ, როგორც ჯვალოს მძიმე ნაჭერს,
წყალში რომ იყო ყინვისას ჩაგდებული.
იდაყვებამდე ყოფ ხელებს,
კანის გალურჯებამდე,
ძვლების შეჭმამდე
და სადღაც ფსკერზე,
ძლივს აგნებ საკუთარ თავს,
ებღაუჭები ათივე თითით.
ექაჩები ზემოთ შერჩენილი ძალ-ღონით
და ცდილობ ისე ამოწურო, ისე გადაახრჩო,
წვეთი სინანულიც აღარ შეგრჩეს.
ამოწურავ, როგორც ჯვალოს მძიმე ნაჭერს,
წყალში რომ იყო ყინვისას ჩაგდებული.
იდაყვებამდე ყოფ ხელებს,
კანის გალურჯებამდე,
ძვლების შეჭმამდე
და სადღაც ფსკერზე,
ძლივს აგნებ საკუთარ თავს,
ებღაუჭები ათივე თითით.
ექაჩები ზემოთ შერჩენილი ძალ-ღონით
და ცდილობ ისე ამოწურო, ისე გადაახრჩო,
წვეთი სინანულიც აღარ შეგრჩეს.
Laravel
კომენტარი
0