ჩანაწერი
Laravel
გახსენება
მოვიდა და თვალებზე ხელები ამაფარა.
დიდხანს ვიხსენებდი.
თითებით ვიხსენებდი.
(სახელი ვერაფრით გავიხსენე).
მხოლოდ მათი კონტური ვიცანი და გამიკვირდა,-
როგორ მომწვდა იმსიშორიდან.
როგორ მოსწვდა ჩემს თვალებს.
როგორ მოაგნო.
მე უკვე მკვდარი მეგონა,
დიდი ხნის გარდაცვლილი,
მიწის ქვეშ მიძინებული,
გულზე ხელებდაკრეფილი-
ის კი მოვიდა და
თვალებზე ამაფარა.
მეგონა,
სახელიც აღარ მახსოვდა.
მეგონა,
მხოლოდ თითებზე შევრჩი.
დიდხანს ვიხსენებდი.
თითებით ვიხსენებდი.
(სახელი ვერაფრით გავიხსენე).
მხოლოდ მათი კონტური ვიცანი და გამიკვირდა,-
როგორ მომწვდა იმსიშორიდან.
როგორ მოსწვდა ჩემს თვალებს.
როგორ მოაგნო.
მე უკვე მკვდარი მეგონა,
დიდი ხნის გარდაცვლილი,
მიწის ქვეშ მიძინებული,
გულზე ხელებდაკრეფილი-
ის კი მოვიდა და
თვალებზე ამაფარა.
მეგონა,
სახელიც აღარ მახსოვდა.
მეგონა,
მხოლოდ თითებზე შევრჩი.
Laravel
კომენტარი
0