შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წასვლამდე

ქორწილის ღამით უნდა ავუშვა ყველა გველი.
სისინებენ.
ყურთასმენა წაიღეს.
მკერდამდე დაკბინეს ჩემი თეთრი კაბა.
ზოგჯერ ისე ლივლივებენ,
ქარმა წამოუბერა მგონია.
როგორ შეიძლება სულ ასე ცხელოდეს?
ლამის თითები გაეწებოს
თეძოზე შემოცოცებულ სიზმარს...
ქორწილის ღამით უნდა ჩავიცვა დაკბენილი კაბა
და ვთიბო-
დამღალეს ამ ბალახებმა.
სისინებენ... სისინებენ...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=53038

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →