შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არც ეს გული ..

არც ეს გული,
რატომღაც სიყვარულის სიმბოლო,
არც ეს სისხლი,
რომლითაც მახსოვხარ-
აღარაფერი დარჩება.
მხოლოდ ძვლები,
რომ ხვდებიან,-
ბოლოს ყველა მიდის.
და მარტოობას თითქოს წინასწარ გრძნობენ,
ზოგჯერ ტანში ისე მამტვრევენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →