ჩანაწერი
Laravel
ერთი ფრანგული საღამო
<em>"au dghees mteli saghamoa dolze vupartkunebdii sanam mezoblebma deda ar magines ar gavcherdii...
tan didi doli maaq da bolo xmaze vurtkaam..."
ინტერნეტ-მესიჯი მეგობრისგან. ქ. ლიონი.</em>
დოლს ვუკრავდიო სუუულ ბოლო ხმაზე მთელი საღამო...
შენ ჩემო გიჟო,
ველურო ბავშვო...
ნეტავ რას გრძნობდი საფრანგეთის უცხო სივრცეში,
როდესაც კლავდი მარტოობას დოლი-ტყვიებით
და დაბერილი შენს ხელებზე ლურჯი ვენები
ვეღარ გშველოდა შემოჩვეულ გაორებისგან?..
და ამ ვენებით დოლს უკრავდი მთელი საღამო,
რომ დაგლეჯვამდე დაგეღალა შენი დარდებით,
მოგონებებით,შიშითა და შავი ვარდებით,
იმ მოლოდინით,ხეტიალით, - მთელი ცხოვრებით
და შენს თვალებზე დაშვებული მძიმე ფარდებით-
ფარდა-ნიღბებით.
ფარდა-თეატრით.
ფარდა-ნაღმებით.
ვიღაცა ფრანგი იშლებოდა ალბათ ნერვებზე,
რომ არ აცლიდი წყნარად ჭამას ცივი "tomatou"-ს,
რასაც ზედმეტად უმლაშებდა შენი დოლის ხმა.
და როცა ერთხელ კვლავ მოგივლის ღამის სიგიჟე,
ფარდა-ნიღაბი-ნაღმი ისევ რომ აფეთქდება,
მხრებზე მოვიხვევ აბრეშუმის ქსოვილებს სათუთს
და მონატრებას დაედება ფერი ინდიგოს.

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=66922
კომენტარი
0