ჩანაწერი
Laravel
"ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!"
<em>"ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!"
ბერეთელი.</em>
ჰო,ბრბოს ურჩევნია ფარსი,
მოდი, ვითამაშოთ "ბისზე",
მერე წავუჭიროთ ყელში
ეჭვებს გაოფლილი ხელი,
გული მიეჩვია ყიალს,
ღამე მიეჩვია ლოდინს,
ძველი ნიღბებივით ყრია
ყალბი ღიმილები მტვერში.
და მე ბედისწერით - ქალმა
და შენ კაცმა - მთავარ როლში,
გრძნობა მუქ ტონებში ვხატეთ-
სიტყვებს შევუხამეთ ფერი,
ბრბომ კი ვერ შენიშნა სივრცე,
ბრბო ხომ არ პატიობს ფრთებს და-
მერე, მიტოვებულ ჭაში,
ყველა სიხარული დაშრა.
მაინც ხელუკუღმა ცერცვი,
სცენის შევაყარე კედლებს,-
თუმცა დახვეწილად მეცვა
ტანზე ტყუილების კაბა
და აღარ უნდოდა სწავლა
არცერთ მიმიკას, თუ სიბრძნეს-
ბედი ამზადებდა უხმოდ,
ლამაზ და ფინალურ წასვლას.
მერე მე მივბრუნდი ზურგით
შენგან,
ყველასგან და ასე...
თავაწეულმა და ფრთხილად,
ფარდა მივაფარე წარსულს,-
შენ ხომ უფლისწული იყავ,
სადღაც, მეათასე ციდან,
მე კი არასოდეს ვგავდი
მეფის ნაბოლარა ასულს.
ჰო, ბრბომ აირჩია ფარსი,
მე-ზურგშექცეული დრამა.
ბერეთელი.</em>
ჰო,ბრბოს ურჩევნია ფარსი,
მოდი, ვითამაშოთ "ბისზე",
მერე წავუჭიროთ ყელში
ეჭვებს გაოფლილი ხელი,
გული მიეჩვია ყიალს,
ღამე მიეჩვია ლოდინს,
ძველი ნიღბებივით ყრია
ყალბი ღიმილები მტვერში.
და მე ბედისწერით - ქალმა
და შენ კაცმა - მთავარ როლში,
გრძნობა მუქ ტონებში ვხატეთ-
სიტყვებს შევუხამეთ ფერი,
ბრბომ კი ვერ შენიშნა სივრცე,
ბრბო ხომ არ პატიობს ფრთებს და-
მერე, მიტოვებულ ჭაში,
ყველა სიხარული დაშრა.
მაინც ხელუკუღმა ცერცვი,
სცენის შევაყარე კედლებს,-
თუმცა დახვეწილად მეცვა
ტანზე ტყუილების კაბა
და აღარ უნდოდა სწავლა
არცერთ მიმიკას, თუ სიბრძნეს-
ბედი ამზადებდა უხმოდ,
ლამაზ და ფინალურ წასვლას.
მერე მე მივბრუნდი ზურგით
შენგან,
ყველასგან და ასე...
თავაწეულმა და ფრთხილად,
ფარდა მივაფარე წარსულს,-
შენ ხომ უფლისწული იყავ,
სადღაც, მეათასე ციდან,
მე კი არასოდეს ვგავდი
მეფის ნაბოლარა ასულს.
ჰო, ბრბომ აირჩია ფარსი,
მე-ზურგშექცეული დრამა.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&amp;ID=67105
კომენტარი
0