შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სადილაო

ჭირი შენ ჭირი შენ მოკვდი მოკვდი მოკვდი ჩემო ასეთო საშინელო თავო!
შემოიშენე სიჩუმე აკლდამასავით,
შემოისამარე, რომ ერთი სიტყვაც ვერ თქვა
და შავი ჭირივით ამოჭამე საკუთარი აუტანელი თავი!
მაინც,
სააკლდამე ქვა ხარ და საკუბოე ხე.
სასამარე მიწა და დასაყრელი ბარი.
დგახარ, შავი სიჩუმე ჩამოგაწვა მხრებზე,
დგახარ, აღარც ცოცხალი
და ჯერ მკვდარიც არ ხარ!
და ჯერ იქით არ ხარ და აღარც აქეთ დარჩი,
ვიღაც მძიმედ ალაყაფს მოგიხურავს რკინის,
რკინამ ბარი აკეთა და რკინამ თხარა კაცი,
რკინამ დანის პირითვე კვლავ ცხვარივით დაგკლა!
სისხლის ბოლო წვეთი ხარ-
შეახმები მიწას,
ჟანგისფერი გახდება მერე თავად შავიც,
შავი ჭირი შენ და შავი ქვები შენ და
შავი, მიწად საქცევი საკუთარივ თავი!
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=73533

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →