შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჯვარი

მედიდგულებიო, ბედმა, მედიდქალებიო,
ვერ გადააღწევო მასთან, უცხო მთებს გადაღმა,
მთებიც მიწააო, ბედმა, მიწა - ავიაო,
მხარზე ჯვარი აქვსო, მარცხნივ, შენგან დამალული.

მედიდქალებიო, ბედმა, მეჯიუტებიო,
ნატკენ ფეხზე არის ძნელი ზოგჯერ ჩამოყრდნობა,
ჩაიჩეხებითო მერე, უცებ, ჭიუხებში,
მერე - დადგებაო ღამე შავი, ყორნისფერი.

გესიკვდილებაო, ბედმა? გეიმქვეყნებაო?
მაინც მარტო ხარო, იცი, განაპირა.
რა აიხირეო, ქარის დევნა, ყვავილები?
დაიმახსოვრეო - გერგე სამგლე, სატიალე.

ნუ მექალებიო, ბედმა, გირჩევ დაივიწყო-
როგორ გაუყვაო ბილიკს, თითქოს ცა მიჰქონდა,
სიზმრად მიუხვალო, მენდე, ძილში მიუხვალო
და ტუჩებს შერჩები მოტკბო გემოდ, შაქარივით.

მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო.
მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო?
ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ
და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=81466

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →