შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ისე გაველება იცის სიკვდილმა ..

ისე გაველება იცის სიკვდილმა,
გაორგულება...
გადაუყარე ტკივილები საკენკივით,
მიუგდე საკუთარი ხორცი,
შენი სისხლით სავსე ჯამი დაუდგი რძესავით.
თუ გინდ ძვლები ამოიტეხე
და იტყუე შორიდან-
მოდი, სიკვდილო, მოდი, მოდი,
სულ არ მოგშივდი?!.
ერთს არ მოგხედავს,
ისე იცის ზოგჯერ მანაც გატყიურება,
ბებერ ძაღლივით საკუთარ თავს დაედევნება
და შენ თითქოს არც კი არსებობ -
გადაგივიწყებს.

ნეტაი ერთი,
მისი გასავლელია მისი სიკვდილი-
გაიფიქრებ.
თითი ვისაც გაეჭრა, იმას ეწვოდეს,
შენ მხოლოდ ბინტი მიურბენინე-
მისი შესახვევია მისი თითი,
შენ ათივე გილაგია საღად ჯიბეში
და შეგიძლია მხოლოდ უყურო.
არც სიკვდილი გაგრძელდება დაუსრულებლად-
დააკვირდები.
მიხვალ.
ნიკაპს მიტკლით აუხვევ.
სხვა არაფერი.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=83763

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →