ჩანაწერი
Laravel
ამინდი: სიჩუმე
ნუ იტყვი, ნუ მოყვები ზაფხულებზე,-
მწარეა შიშველ მზეზე ხელშევლება.
მღვრიემდე ჩასვლების და დახრჩობების
არ მოყვე - არშველების. ვერშველების.
გავჩუმდეთ, გაჩუმება დროულია.
ჩავწყდები, როგორც ხიდან ჩიტის ბუდე.
ართოვაც დროულია, არწვიმებიც,
არყოფნაც - უშენობა. უჩვენობა.
ამ ქუჩას გადააგეს სხვა ქუჩები,
იცოდი, თუთებიც რომ გადაკაფეს?
მე ახლა, მიწებსა და ბალახებზე,
სხვა ამბებს გავჩუმდები, სხვა არაკებს,
ოღონდაც, გადარჩენის აღარ მითხრა-
მოვლენ და უფრო კარგად უშველიან
ღმერთები, წმინდანები, მისთანები...
ჩვენ ჩვენთვის - უჩემობით. უშენობით.
მე ჩემთვის - შენს გარეშე, მზის გარეშე,
შენ შენთვის - უჩემოდ და უმზეობოდ.
არ მოყვე, არშველები, ვერშველები,
მღვრიემდე ჩასვლები და უმწეობა.
მწარეა შიშველ მზეზე ხელშევლება.
მღვრიემდე ჩასვლების და დახრჩობების
არ მოყვე - არშველების. ვერშველების.
გავჩუმდეთ, გაჩუმება დროულია.
ჩავწყდები, როგორც ხიდან ჩიტის ბუდე.
ართოვაც დროულია, არწვიმებიც,
არყოფნაც - უშენობა. უჩვენობა.
ამ ქუჩას გადააგეს სხვა ქუჩები,
იცოდი, თუთებიც რომ გადაკაფეს?
მე ახლა, მიწებსა და ბალახებზე,
სხვა ამბებს გავჩუმდები, სხვა არაკებს,
ოღონდაც, გადარჩენის აღარ მითხრა-
მოვლენ და უფრო კარგად უშველიან
ღმერთები, წმინდანები, მისთანები...
ჩვენ ჩვენთვის - უჩემობით. უშენობით.
მე ჩემთვის - შენს გარეშე, მზის გარეშე,
შენ შენთვის - უჩემოდ და უმზეობოდ.
არ მოყვე, არშველები, ვერშველები,
მღვრიემდე ჩასვლები და უმწეობა.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=85550
კომენტარი
0