ჩანაწერი
Laravel
უქარქაშო ლექსი
იზრდებიან და პაპის ხანჯალს სწუხან ბიჭები,
"ქართველო ხელი ხმალს იკარ" და,
პაპის ხანჯალს სწუხან ბიჭები.
ბნელ ხეობაში ღამეს ყეფით იკლებს მდინარე
და დილით ადრე ჩრდილებს მთაზე ზლაზვნით მიდენის.
არაგვი თოვლზე ცივი იყო და
არაგვი იყო თოვლზე თეთრი,
არაგვი სისხლზე ტკბილი იყო და-
დილა ფსკერზე რომ ჩაითრია.
შენ მოდიოდი წვიმაში და
შენ მოდიოდი თავდახრილი,
მე გელოდი და თმაგაშლილი და
მონატრებისგან ცივ მიწაზე ჩავიმუხლე.
ბნელ ხეობაში ღამე ყეფით სოფელს აიკლებს,
"ქართველო ხელი ხმალს იკარ" და,
იზრდებიან და პაპის სიკვდილს სწუხან ბიჭები,
იზრდებიან და მძიმდებიან, როგორც ნისლები
და თუთუნივით გულის ფსკერზე დარდებს იხვევენ.
"ქართველო ხელი ხმალს იკარ" და,
პაპის ხანჯალს სწუხან ბიჭები.
ბნელ ხეობაში ღამეს ყეფით იკლებს მდინარე
და დილით ადრე ჩრდილებს მთაზე ზლაზვნით მიდენის.
არაგვი თოვლზე ცივი იყო და
არაგვი იყო თოვლზე თეთრი,
არაგვი სისხლზე ტკბილი იყო და-
დილა ფსკერზე რომ ჩაითრია.
შენ მოდიოდი წვიმაში და
შენ მოდიოდი თავდახრილი,
მე გელოდი და თმაგაშლილი და
მონატრებისგან ცივ მიწაზე ჩავიმუხლე.
ბნელ ხეობაში ღამე ყეფით სოფელს აიკლებს,
"ქართველო ხელი ხმალს იკარ" და,
იზრდებიან და პაპის სიკვდილს სწუხან ბიჭები,
იზრდებიან და მძიმდებიან, როგორც ნისლები
და თუთუნივით გულის ფსკერზე დარდებს იხვევენ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=86017
კომენტარი
0