შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფლოსტებში ფეხი ...

ფლოსტებში ფეხი წაჰყო,
ხელ-პირი დაიბანა,
დღის ჩამოირეცხა
ჭვარტლი და ტალახი,
ივახშმა ჰაიჰარად,
საძილედ ემზადება
დაღლილი ქალაქი.

წყნეთიდან დავყურებ
სკას მილიონიანს -
ვარსკვლავთა მდინარეს
ხვალის დღე მოჰყავის -
ყურს ვუგდებ ქალაქის
წრიალს და ბორიალს,
ყურს ვუგდებ ქალაქის
ფშვინვას და ოხვრას.

ათასი საწუხარი
რჩება უთქმელივით,
ათასი საფიქრალი
არ თქვა რომ არ აქვს -
სძინავს კურდღელივით,
უჭირს დაძინება
მშობლიურ ქალაქს.

ფიქრისგან ამაოდ
ლამობს თავდაღწევას,
ფიქრობს, - არ იფიქროს
ამაღამ ამაზე...
ფიქრს რომ შესძლებოდა
რაიმედ გადაქცევა,
კვამლი დადგებოდა
ქალაქის თავზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →