ჩანაწერი
Laravel
ნადირობისას
ნადირობისას
რტო შეუფრთხო, ეგონა, არჩვმა
და რას, თუ მეტყვი,
რას მოკლავდა?! -
შვილი მოკლა
ბედკრულმა კაცმა...
მკრეხელობაა,
რა თქმა უნდა, ამაზე წერა,
მაგრამ ის კაცი
ა, აგერ მყავს,
ერთად ვსვამთ -
გჯერა?!
ხუთი წლის თავზეც
თვალში მსხვილი კურცხალი უდგას,
ეგ - მართალია!
მაგრამ რა ჰქნას?!
არსებობს!
სუნთქავს!..
არის სირეგვნე, -
კაცმა ახლა რაიმე ჰკითხოს,
ან ანუგეშოს!
და შენც კურცხალს
ვერც ხედავ თითქოს...
ოღონდ ეს არის,
დაუნდობლად მკაცრი და ბასრი,
გამზადებული
საკითხავად
ფუთფუთებს
აზრი:
„ჰოი, საბრალოვ,
რით, რა ძალით დღეებს შეები?!
რა ძალით ბუნვენ
მოწამლული
შენი დღეები?!
რტო შეუფრთხო, ეგონა, არჩვმა
და რას, თუ მეტყვი,
რას მოკლავდა?! -
შვილი მოკლა
ბედკრულმა კაცმა...
მკრეხელობაა,
რა თქმა უნდა, ამაზე წერა,
მაგრამ ის კაცი
ა, აგერ მყავს,
ერთად ვსვამთ -
გჯერა?!
ხუთი წლის თავზეც
თვალში მსხვილი კურცხალი უდგას,
ეგ - მართალია!
მაგრამ რა ჰქნას?!
არსებობს!
სუნთქავს!..
არის სირეგვნე, -
კაცმა ახლა რაიმე ჰკითხოს,
ან ანუგეშოს!
და შენც კურცხალს
ვერც ხედავ თითქოს...
ოღონდ ეს არის,
დაუნდობლად მკაცრი და ბასრი,
გამზადებული
საკითხავად
ფუთფუთებს
აზრი:
„ჰოი, საბრალოვ,
რით, რა ძალით დღეებს შეები?!
რა ძალით ბუნვენ
მოწამლული
შენი დღეები?!
Laravel
კომენტარი
0