ჩანაწერი
Laravel
თქვა ოპიზარმა
ტანახოვანმა, დღეს მიწაში მწოლმა გულაღმა.
თქვა ოპიზარმა, ხოტივარმა, თუ ხახულარმა:
დაჯდები ქოხში, სასახლეში, თუ ხის გრილოში:
ღვინო შენ უნდა დალიო და არა ღვინომ – შენ!
. . . . . . . . . .
ძენი, ძისძენი მეფე გუბაზის, –
მერე რამდენი, მერე რამდენი! –
დახოცილები ქართულ სუფრაზე, –
დიღომში წვანან
სამარაბდენი.
შნიშნი, ბადიშნი ლაზი ფარტაზის, –
გალეშილები, არა ფხიზელნი.
ხშირ შემთხვევაში მსხდარნი პანტაზე. –
ვაკეში წვანან
საასპინძენი.
კმარა.
გვიანღა იქნება მერე! –
გვიახლოვდება. ვხედავ. წერტილი…
და საქართველოს უკვდავი მტერი –
სიცილით კვდება
ჯალალედინი.
თქვა ოპიზარმა, ხოტივარმა, თუ ხახულარმა:
დაჯდები ქოხში, სასახლეში, თუ ხის გრილოში:
ღვინო შენ უნდა დალიო და არა ღვინომ – შენ!
. . . . . . . . . .
ძენი, ძისძენი მეფე გუბაზის, –
მერე რამდენი, მერე რამდენი! –
დახოცილები ქართულ სუფრაზე, –
დიღომში წვანან
სამარაბდენი.
შნიშნი, ბადიშნი ლაზი ფარტაზის, –
გალეშილები, არა ფხიზელნი.
ხშირ შემთხვევაში მსხდარნი პანტაზე. –
ვაკეში წვანან
საასპინძენი.
კმარა.
გვიანღა იქნება მერე! –
გვიახლოვდება. ვხედავ. წერტილი…
და საქართველოს უკვდავი მტერი –
სიცილით კვდება
ჯალალედინი.
Laravel
კომენტარი
0