ჩანაწერი
Laravel
რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის აწი...
რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის აწი:
წვიმაა თუ მზე?!
დღეა თუ ღამე?! –
ერთიც კი როცა არ შემრჩა კაცი, –
რო მივახარო, –
რაც გამახარებს!
ყველამ გამწირა, –
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, –
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
წვიმაა თუ მზე?!
დღეა თუ ღამე?! –
ერთიც კი როცა არ შემრჩა კაცი, –
რო მივახარო, –
რაც გამახარებს!
ყველამ გამწირა, –
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, –
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
Laravel
კომენტარი
1