შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ახლაც დაყრილი (როგორც მაშინ) არის ფარ-ხმალი

ზღვრები როდესაც მორღვეული ჰქონდა ფანატიზმს,

იკლებდა ქალაქს მეწამული როცა პარადი,

ამაზრზენს ხდიდა ქუჩას როცა რეგვენთ ქიჩმაჩი, _

ძაღლის ღიმილით

ტრიბუნაზე

იდგა

ის

მაშინ.

ხდება რაიმე, არ გეგონოს ახლა ახალი! _

ახლაც დაყრილი (როგორც მაშინ) არის ფარ-ხმალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →