შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ცირა

მომაგონდება ზაფხული
საარაგვოზე წვიმა,
სადაც ხავსიან ქარაფებს
გულჩათხრობითა სძინავთ.

მომაგონდება მაისის
ერთი ფშაური დილა,
როცა ხევებშიც მზე დგება
და ორწოხებშიც თბილა.

როცა გულცივად ჩაუვლის
მაღაროულას ნისლი,
ფშაველი მეფანდურისა
ტკბილის სიმღერა ისმის.

მომაგონდება მიდამო
სადაც ვსახლობდე უნდა,
მიჯნურისათვის პირველად
ნასროლი თოვლის გუნდა.

მომაგონდება ბავშვობა
უდარდელი და ლაღი,
და აღმომხდება კივილი
მოგონებებით დაღლილს.

მერე ჭალაში ჩავივლი
ერთ სიმერასა გწირავ,
მთების პატარა ასულო
თველებცქრიალა ცირა!
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11574

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →