შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მშვიდობით

მხოლოდ შენ მიყვარდი არვინ სხვა,
ყიოშ გულს რარიგად მითბობდი!
დღეს ყველა ოცნება დაიმსხვრა,
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით!

ალბათ მე რაიმე შევცოდე,
ალბატ,მე რაიმე გამომრჩა,–
დრო ჩვენი ტრფიალის ესოდენ
მძიმედა მოკლე რომ აღმოჩნდა.
რომ ასე ერთბაშად გასრულდა
ის გზები,მე რომ გრძლად ვსახავდი
ან ალბათ ვერ მივხვდი,რა გსურდა,
ნახვამდის!
ნახვამდის!
ნახვამდის!

ალბათ, მე რაიმე ვერ შევძელ,
ვიღაცამ რაღაცა დამასწრო....
მინდა რომ ყოველდღე გეძებდე,
მაგრამ არ გიპოვნო არასდროს!

მხოლოდ შენ მიყვარდი არვინ სხვა,
ზღვის პირას ერთად რომ ვიდოდით,
დღეს ყველა ოცნება დაიმსხვრა,
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით!
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11584

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →