შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე ერთი ლექსიც

მე ერთი ლექსიც უნდა დავწერო
და ამ ღამესაც თეთრი ერქმევა;
იქნება მწუხრი საბედისწერო,
საბედისწერო დილა მექნება.

ეს ღამეც უდნა უძილოდ გატყდეს,
რომ დილით ლექსმა იტიროს მოთქმით,
ვით ახალშობილ არწივის ბარტყებს,
თვითეულ სიტყვას სდიოდეს ორთქლი.

ვიცი,რა ტანჯვის ღამეც მომელის,
მაგრამ რა ვქნა,რომ სიტყვა ფრთიანობს;
შეურცხვეს ვაჟკაცს მუხლი,რომელიც
შეუდგეს გზას და ვერ გადიაროს.

დე,ერთ სტრიქონში მომეღოს ბოლო,
თუკი სიცოცხლის გზა-კვალს ავცდები,
ვიცი ყოველთვის უნდა ვიბრძოლო,
მაგრამ არასდროს არ დავმარცხდები!

და ჩემს მამულში ჩასახერგავ ძვლებს
ახლა ეს ლექსი მჟრჟოლებს ისევ,
როგორც კალმახი უწყალოდ ვერ გასძლებს,
მეც უამ ლექსოდ ვერ გავძლებ ისე.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11589

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →