შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბებერი ხევსურის წუხილი

დღეს სასწაულებს ვმართავ ნამდვილი
შეუნდობი და შეუწყნარები,
ჭალის პირს მარტო ვარ დავარდნილი
და მწარე სული მხდება წვალებით.

მაგრამ არ ვტოვებ მაინც ხმალ-დაშნას,
ვხრავ ლაგამ-აბკარს აჯიღასავით,
ჩემში მთავარი სული გადარჩა
და ხელებისა ძალმიძს სავსავი.

დრო-ჟამს აბჯარი უნდ ავყარო,
მხარში შეუდგე დაღლილ არსებებს,
ჩემს შემდეგ თვით ის დიდ სამყაროც
ჩაიკმენდ ხმას და არ იარსებებს.
აღარ შეზარავს ჟამი ჩემ ყოფას,
ჩემს ხანაში რომ ზარავდა მრავალს...
მე ეს სამზეო უკვე მეყოფა
მასთან მე უკვე ვამთავრებ დავას..
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11605

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →