ჩანაწერი
Laravel
ჰამლეტი
როგორ მომრავლდა შენი მოდგმა, დანიის პრინცო,
შენისთანებით გავსებულა მთელი ქალაქი,
ზოგი მე თვითონ გამიზრდია,ზოგს არც კი ვიცნობ,
ზოგიერთებს კი თვითონა აქვთ ჩემზე ამაგი!
რაც მართალია _ მართალია, არც ჭკუით გგვანან,
არც ვაჟკაცობით და გაგების გრძნეულ უნარით,
მაგრამ ისინიც მერყეობენ, საწყლები, სანამ...
სანამ დასტური წამოსცდებათ, ანდა უარი!
`ყოფნა-არყოფნა” _ ეს საკითხი აწუხებს მათაც,
ლუკმაპურისთვის არ იციან კაცის დანდობა,
"ყოფნა" _ ფულია მათთვის, ფული და კარგი მადა,
ხოლო "არყოფნა" _ უფულობა და უმადობა!..
მეც მათთანა ვარ, მათ ამქარში ვცხოვრობ და მაინც
არ ვაგდებ არად _ არც მათ ძმობას, არც მათ ელსინორს...
მე შენ გეძახი, ჩემო ჰამლეტ, უშიშარ რაინდს,
რომ ჩემი დაშნა შენს მახვილზე გამალესინო!

კომენტარი
0