შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ორი პაროდია ვ. ჯავახაძეს

1.
ხის რგვას ვერ სჯობს მოჭრა ხისა,
ათზე მეტი არის ასი...
ზოგჯერ, ნაცვლად "დორ-ჩარისა",
"დუ-ბეშის" და "დუ-ბარასი",
ჯდება მარტო "დუ" ან "ბეში"
და თუ წყვილებს მაინც ველით,
სანამ წავალთ დიდუბეში,
სულ ვაგოროთ კამათელი!

2.
ჰგავა და ვერ გამოჰგავა
უამინდობის ბოლი...
კაცს ჰყავდა დედა _ როგავა
და როგამოვა _ ცოლი.
დედა ეძახდა "ალექსის",
ცოლი ეძახდა "ალექსს"...
ვისაც მოდერნი არ ესმის,
ის ვერ გაიგებს ამ ლექსს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →