შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
მიხეილ ჯავახიშვილი
გვერდები

მიხეილ ჯავახიშვილი

მწერალი · /poets/mikheil-javakhishvili · inactive · გვერდი შექმნილია 2015 27 ოქტომბერი
დონე 1 · ახალბედა 0 / 10 ქულა
0
ქულა
1
დონე
4
ჟანრი

 ქართველი მწერალი - მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი), დაიბადა  1880 წლის 8 (20) ნოემბერს სოფელ წერაქვში. 

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და. 

მ. ჯავახიშვილმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა მაღალმხატვრული რომანები (”კვაჭი კვაჭანტირაძე”, 1924; ”ჯაყოს ხიზნები”, 1925; ”თეთრი საყელო”, ”ქალის ტვირთი”, 1936 წ. და სხვ.).

”ჯაყოს ხიზნებში” მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული. მწერალმა განათლებულ უმოქმედობას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ნამუშევრები

4
ყველას ნახვა