შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პატარა ვარ და რა ვუყო

პატარა ვარ და რა ვუყო,
ვერ ვიტევ გრძნობას ამ ღამით,
თუ ვერ ვეყოფი სამყაროს,
დამაქუცმაცეთ, დამყავით...

გუშინ ამანთეს სანთლებად,
დღეს ფარდასავით დამკიდეს,
დედოფლად ყოფნას ვნატრობდი,
მონასავით კი გამყიდეს.

პატარა ვარ და რა ვუყო,
ვერ ვჯობნი გრძნობას არეულს,
თუ დღისით არსად გამიშვებთ,
დავემსგავსები მთვარეულს.

ავმეტყველდები მუნჯურად,
აღარ ვიქნები ჟღერადი,
შავებს ჩაიცვამს ზეცა და
წვიმა წამოვა ფერადი.

პატარა ვარ და რა ვუყო,
ვერ ვიტევ გრძნობას ამ ღამით,
თუ ვერ ვეყოფი სამყაროს,
დამაქუცმაცეთ, დამყავით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →