შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წრე და მართკუთხედი)

ბავშვობისას მხოლოდ ამ ორ ფიგურაში ვარსებობდი:
გარეთ - საბავშვო ბაღის მრგვალი ეზო
და შინ - მაღალფანჯრება ლოჯის მართკუთხედი.
სხვა ყველაფერი კი უკუნი გვირაბივით იყო...
ლოჯში რომ შევდიოდი,
ათასი უჯრა იხსნებოდა ერთდროულად:
წამლების, თეთრეულის, სამკაულის, ბეჭდიანი ფურცლების...
და ამორბოდნენ იქიდან ჭინკა სუნები.
ხოლო დილით, ბაღის სიმრგვალეში
ისევ მარადმწვანე ბუჩქების მორევი ქაფდებოდა
და სასრიალოდან კივილით ეშვებოდნენ
ბავშვებს შერეული ანგელოზები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →