შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჭრელი სონეტი

ლია სტურუა 11 წლის წინ
ვერცხლის სურებში ჩამოასხან მაღალი სევდა,
არა ცხენი და არა ძაღლი, მსურს ვიყოლიო
მყივანა თავი ფარშავანგის და ჭრელი ბოლო,
ცივი და თბილი გამწარება შემეხოს ფერთა
და გახარებაც, დაიძაბოს, შეიკრას წრედი,
თვალებში ცეცხლი რაც მეგონა, იქცა ნათურად,
თანაც ფარშავანგს წამართმევენ მუხანათურად
ლოგიკის ცივი მთვარეები და კათედრები...
არა ლამაზი, აწონილი სიტყვა ხვედრი
ჩემი და შენი, ვიღაც გვლანძღავს, ვიღაცა გვისმენს,
ვიღაცას ჩემი ფარშავანგი დაადგა ყელზე,
ვერ მოინელებს და ამასაც დამაყვედრიან.
შენ კი არ მინდა გაგაკვირვო, მე ასე ვხედავ
და მეჩვენება, რომ მომიკვდა სიჭრელე ველთა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →