შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ძველი სიმღერის მოტივებზე

ლია სტურუა 11 წლის წინ
ოღონდ, წამართვი გონება და სიმტკიცე მადნის,
ჩვილი ბუნება დამიტოვე და ნება ცვილის,
გულამომჯდარი ამატირე, გულამოსკვნილი,
შენი გულისთვის შაქარივით, თუ გინდა, გავდნე,
შენც გამოიბი ორი სიტყვა ენის კიდეზე,
მართალს და შავ-თეთრს მირჩევია ტყუილი ლურჯი,
ზღარბი ჩაიგდე სასულეში, თუ კი ხარ მუნჯი,
რომ ცოტა სისხლი გაერიოს შენს სიმშვიდეში,
სულ მითვალთვალებს მე ვიღაცა, რად ვცხოვრობ ასე
და არა ისე, რად მინთია დილამდე შუქი,
რად მივარდება ნაწვალები სიტყვა ხელიდან,
რა მიღირს იგი, შენ კი იცი, რა ცეცხლის ფასი,
ან რა ნერვების თაიგული დგას იმის უკან,
მითხარი რამე და გავქრები მე სანთელივით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →