შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქვეტექსტის ბინდი

ლია სტურუა 11 წლის წინ
“ის, მაინც ბრუნავს!” და ამ ბრუნვას გაუთავებელს,
ძრავამ უმტყუნა, ატრიალებს ბედის ბორბალი,
მოკვდა სიმშვიდე, დავემგვანე ნამდვილ მორბენალს,
გზის ნაფლეთები რომ ამოაქვს, ლამის, თავიდან,
ლიმონის ბაღებს მოარხევენ მჟავე პირებით,
მდიეს და მდიეს, მომისაჯეს გამჭვირვალება,
მე კი მერჩია უძრაობა ჭიქა წყალივით,
ულოგიკობა, ფორმულისგან განაპირება,
ვიჯდე ჯეჯიმზე და ვსწავლობდე მზის გაკვეთილებს,
იყოს სიზანტე მშვენიერი, ქვეტექსტის ბინდი
იდოს სიტყვაში და ყვაოდეს ტოტები შინდის,
წამები გახდეს მეწამული, გამოკვეთილი
და თუ არ მოვკვდი, მერე დიდხანს ვიცხოვრებ მშვიდად,
როგორც კედელი სამკუთხედის, წრეში წერტილი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →