შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სონეტი დედას

ლია სტურუა 11 წლის წინ
სულ ერთი წუთით დამავენეთ, ნუ დამინახავთ,
ნუ დამიძახებთ, მოვიტყუო თავი სილაღით,
სხვისი ზნე, სხვისი თავბრუსხვევა მაცლის სიმაღლეს,
სხვისი სიცხისგან მივარდება ჭერში სინდიყი.
ნუ დამირეკავთ, ნუ ამინთებთ ალისფერ შუქებს
განგაშის, ცუდი მოლოდინის და წინათგრძნობის,
ვიღაცის გული მეპარება, ხელში მადნება,
თუ დედაჩემი რაღაც მუქი ქოშინით სუნთქავს,
თითქოს, პირიდან ამოსდიან შავი ხეები,
ტანში კი ისევ მე ვუზივარ, შვილი _ წურბელა,
და, რძეგამშრალი, სისხლს მაწოვებს გულის კოვზიდან
სულ ბოლო წვეთი, შენახული, ჩემთვის უთქმელი,
ვეღარ მოასწრო, ტკივილიდან ვერ ამოზიდა,
ვერ გამიგრძელა მონაკვეთი სამოთხეების...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →