შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მინორული სონეტი

ლია სტურუა 11 წლის წინ

მე მეჩვენება, ჩემი ხარბი, წითელი პირი
როგორ თანდათან ემგვანება ცხოველის ლაშებს,
ლოპრი და სისხლი ჩაუდგება ხრინწიან ხმაში,
სიტყვა, სუსტი და მოკანკალე, ჩაეკირება
მაღალფარდოვანს მოინატრებს ამბავს და გმირებს,
რაც კი რამ ბჟუტავს, ყველაფრისგან მოითხოვს კაშკაშს,
შორისდებული, შეძახილი, ტაში და ვაშა!
სიტყვებზე თეთრი ნისლის დამფენს, დაიძრობს კბილებს.
მე მეშინია ამ ახალი ბატონი პირის,
ვუზივარ მონად და ქვიჯაში ყვავილებს ვნაყავ,
ის კი სისხლიან ხორცს მოითხოვს და ელის თაყვანს
ჩემგან, ვისაც მზეს ურჩევნია სევდა მზის გამო,
ღმერთო, მამყოფე ყოველგვარი სიტყვების ხამი,
_ უფრო ისეთის, მწუხარე რომ ექნებათ სახე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →